ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველი ნახევრიდან გამოქვეყნდება
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა
"დასრულდა საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს - როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან", - განაცხადა გორგოძემ.

წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე გამოსაცდელი. პირველადი მონაცემებით გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა დაახლოებით 88 %.

საგამოცდო პროცესი 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება

Print