გამოცდებზე აბიტურიენტებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება (R)
ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტი, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე უფასოდ მოემსახურება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს. (პირველი სესია)

12, 13, 14, 15, 17, 18 და 19 ივლისს მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ბორჯომის ცენტრალური მოედნიდან, დილის 7 საათზე გავლენ. შემდეგი დღეების განრიგის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Print