გიორგი გახარია - როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნით საზღვრებს
პრემიერის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება. დღეს საქართველოდან ევროკავშირში, ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არაა.
„დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. რეგიონში ბევრგან სერიოზული აფეთქებაა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული ჩვენს თითოეულ პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება და მილიონჯერ გავიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც გვაქვს, როდესაც დღეს ჩვენი რეგიონისგან განსხვავებით ყოველდღიური ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვითაა განსაზღვრული, მაშინ როდესაც და ზოგიერთ ქვეყანაში ასობით არის ყოველდღიურად. ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი ქცევა და ამასთან ერთად, საზღვრების და საკარანტინო მექანიზმების ეფექტური კონტროლი,“-განაცხადა პრემიერმა.



რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად,- გიორგი გახარია

სახელმწიფო ფერმერებს 300 მლნ. ლარით დაეხმარება-გიორგი გახარია

პრემიერის დავალება გუბერნატორებს

Print