"პირბადით გამოცდის ჩაბარება დისკომფორტთან ასოცირდება" - ბორჯომელი აბიტურიენტი
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა ტაგანაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დიდი ხანია ემზადება. დღეს მისთვის ცნობილი გახდა გამოცდის ჩატარების თარიღი და ის რეკომენდაციები, რაც უნდა დაიცვას.

ფიქრობს, რომ პირბადე, თერმოსკრინინგი და სხვა საჭირო პროცედურები აბიტურიენტებს შეაფერხებს და ემოციურ ფონს გაუმძაფრებს, თუმცა წესებს ემორჩილება და პროფესიული არჩევანიც უკვე გააკეთა.

მოლოდინი აქვს რომ შრომა დაუფასდება და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხება.
Print