Error
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს.
"
ჯანდაცვის სამინისტრო იქნება მუდმივი მზაობის რეჟიმში, მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ჩაუტარდება შესაფერისი ტრენინგი იმისთვის, რომ აბიტურიენტის მდგომარება და კოვიდთნ დაკავშირებული რისკები გამოცდაზე დაშვებამდე იქნას შეფასებული, თუკი ამის საჭიროება დადგება", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.


Print