ბორჯომში აღსაზრდელებისთვის გასაგებ ენაზე დისტანციური სწავლების მეთოდი შეიმუშავეს
ბორჯომში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გასაგებ ენაზე დისტანციური სწავლების მეთოდი შეიმუშავეს. "გაერთიანება ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი" ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამომავლოდ მშობლებთან სატელეფონო კუმუნიკაციას გეგმავს. მათი ინფორმაციით, რეკომენდაციები ეხება როგორც კორონავირუსის, ისე მისგან თავდაცვის ფორმებს, ასევე საგანგებო მდგომარეობის დროს ქცევის წესებს.

"ძვირფასო მშობლებო, სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“-ს მიერ შემუშავებული იქნა დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვასთან დაკავშირებული მოდული, რომელიც აღსაზრდელებისთვის გასაგებ ენაზე განმარტავს რეკომენდაციებს, როგორც კორონავირუსის, ისე მისგან თავდაცვის ფორმებს, ასევე საგანგებო მდგომარეობის დროს ქცევის წესებს.

ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში ჩვენი აღმზრდელების მხრიდან აღსაზრდელების მშობლებთან მოხდება სატელეფონო კომუნიკაცია.

რსებული სტანდარტების გათვალისწინებით და ბავშვის ინტერესების შესაბამისად შემუშავებული იქნა აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მშობლებს იხელმძღვანელონ სასწავლო პროცესის შეჩერების პერიოდში, რათა სასკოლო მზაობის ჯგუფები არ ჩამორჩენ სასკოლო პროგრამას. ინტერნეტ სივრცეში მოძიებულ იქნა ლიტერატურა არსებული მდგომარეობის მისადაგებული თემებით და ბავშვთა საკეთილდღეოდ ზოგად აქტუალური რეკომენდაციებით.

აღმზრდელებთან ერთად დისტანციურ სწავლებაში ჩართულები იქნებიან მეთოდისტები, ფსიქოლოგები და დაწესებულების უფროსები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!" - ნათქვამია :გაერთიანება ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი"
-ს განცხადებაში

Print