ფანჯარა ევროპაში
გარევაჭრობა ბორჯომში და მყიდველის გარეშე დარჩენილი აგრარული ბაზარი
ბორჯომში გარევაჭრობა ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ქალაქის ქუჩებში წელიწადის ნებისმიერ სეზონზე იყიდება ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.
გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით მოვაჭრეები ქალაქის ცენტრში არსებულ ალტერნატიულ ფართში შევიდნენ, თუმცა დროებით.
გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ ჩარხისწყლის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც მყიდველის გარეშე არიან დარჩენილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ რომ ამ პრობლემის მოგვარება უახლოეს მომავალში მოხდება.








რამდენად საშიშია ქუჩაში ნაყიდი პროდუქტი, ირღვევა თუ არა მომხმარებელთა უფლებები ვინ არის პასუხისმგებელი წლების განმავლობაში არსებულ პრობლემაზე. თემაზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი-ვახტანგ კობალაძე საუბრობს.



მასალა მომზადებულია პროექტის "ფანჯარა ევროპაში" ფარგლებში, რომელსაც ტელეკომპანია "ბორჯომი", საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.

Print