ფანჯარა ევროპაში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი - რას შეცვლის ევროინტეგრაცია
მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი ბორჯომში გაუმართავია, მოუწესრიგებელი და ხშირად არც თუ ისე უსაფრთხო. ამაზე საუბრობენ ადგილობრივი მგზავრები. ის ადამიანები ვინც ამ ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება კი ქვეყანას ტრანსპორტის სფეროში არა ერთი ახალი რეგულაციის ამოქმედებას ავალდებულიებს, რაც საბოლოოდ მგზავრობას ბორჯომში გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის.

ამ დროისთვის ბორჯომს 12 მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათგან ყველაზე ძველი დაახლოებით ოცდაათი წლის წინ გამოშვებული ავტობუსია, თუმცა ქალაქს რამდენიმე ახალი ავტობუსი და სამარშუტო ტაქსი ემსახურება.  არცერთი მათგანი ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

რას შეცვლის ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება ტრანსპორტის სფეროში?  რა შეიცვლება თითოეული მგზავრისთვის და რა უნდა გააკეთოს  ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ?  ამ კითხვებს ექსპერტი ტრანსპორტის სფეროში, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი  გელა კვაშილავა პასუხობს.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "ფანჯარა ევროპაში",   რომელსაც ტელეკომპანია "ბორჯომი", საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.


Print