ეკონომიკა
რატომ გაძვირდა ოქრო
კორონა ვირუსის გამო, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. „როიტერსის“ ინფორმაციით, ერთ უნციაზე ფასმა უკვე 1 600 დოლარს გადააჭარბა.

სააგენტოს ცნობით, ოქროს ღირებულებამ 2013 წლის შემდეგ მაქსიმუმს ახლა მიაღწია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კორონა ვირუსმა თავდაცვით აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა. აღსანიშნავია, რომ იანვრის დასაწყისში ერთი უნცია 1 580 დოლარი ღირდა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ახლო მომავალში პროდუქტის ღირებულების პროგნოზირება რთულია, რადგან ეს მთლიანად არის დამოკიდებული გავრცელებული ეპიდემიის მასშტაბებსა და ხანგრძლივობაზე.



რაც შეეხება საქართველოში ოქროს ფასებს, „აგორა ფინანსების“ მონაცემებით, ამ დროისთვის ასე გამოიყურება:


ერთი გრამი 375-სინჯიანი ოქრო 43,39 ლარი ღირს (ერთი წლის წინ 42 ლარი)

500-სინჯიანი - 57, 86 ლარი (ერთი წლის წინ 57.00 ლარი)

583-სინჯიანი - 67, 46 ლარი (ერთი წლის წინ 66 ლარი)

750-სინჯიანი - 86.79 ლარი (ერთი წლის წინ 85 ლარი)

900-სინჯიანი - 104.15 ლარი (ერთი წლის წინ 103 ლარი)

958-სინჯიანი - 110.86 ლარი (ერთი წლის წინ 109 ლარი)

999-სინჯიანი - 115.60 ლარი (ერთი წლის წინ 114 ლარი)



წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print