ახალი ამბები
ყველაზე მოთხოვნადი 10 პროდუქტი, რომრლიც საქართველოდან გააქვთ
საქართველოდან ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვან წილს რეექსპორტი წარმოადგენს. ეს არის პროცესი,
როდესაც ქვეყანაში რაღაც პროდუქტი იმპორტით შემოდის, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ექსპორტზე სხვა ქვეყანაში გადის. ამის ყველაზე კარგი მაგალითი მსუბუქი ავტომობილები და დაფასოებული მედიკამენტებია.

ამ პროცესის დროს პროცესში არ არის ჩართული ადგილობრივი წარმოება, შესაბამისად ექსპორტის ნომინალური ზრდა პირდაპირ დასაქმებულებისა და ადგილობრივი წარმოების ზრდას არ ნიშნავს. გასულ წელს გაზრდილი ექსპორტის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი სწორედ რეექსპორტის ზრდა იყო.

ამას ადასტურებს საქსტატის 2019 წლის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, რეექსპორტის გარეშე ექსპორტის ზრდა 5,7%-ს არ აღემატება. საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი სასაქონლო ჯგუფების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები — $686,7 მილიონი, წილი — 18,2%;

  2. სპილენძი, მადნები და კონცენტრატები — $651,6 მილიონი, წილი — 17,5%;

  3. ფეროშენადნობები — $302,9 მილიონი, წილი — 8%;

  4. ღვინო და ყურძნის ნატურალური წვენები — $222,9 მილიონი, წილი — 5,9%;

  5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები — $172,4 მილიონი, წილი — 4,6%;

  6. მინერალური და მტკნარი წყლები — $133,5 მილიონი, წილი — 3,5%;

  7. სპირტები და სპირტიანი სასმელები — $129,2 მილიონი, წილი — 3,4%;

  8. სასუქები — $94,8 მილიონი, წილი — 2,5%;

  9. ოქრო — $72,8 მილიონი, წილი — 1,9%;

  10. თხილი და სხვა კაკალი — $66,6 მილიონი, წილი — 1,8%.

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც 498 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. 2017-2018 წლებში მთავარი საექსპორტო ბაზრის ფუნქციას რუსეთი ასრულებდა.

2019 წლის მონაცემებით, რუსეთში 497 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Print