ახალი ამბები
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ აუქციონზე გასაყიდად ხელახლა გავა
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ აუქციონზე გასაყიდად ხელახლა გავა. საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეთავაზებების განხილვა, შესაძლებელია მოხდეს ფასის დაკლება და სავარაუდოდ 2 თვეში დამტკიცდება განახლებული პიროებები. შეგახსენებთ, პირველი აუქციონი ჩაიშალა, რადგან კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. ფონდი პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა სასტუმროს აქტივების 10 წლიან იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად, შესყიდვის შემთხვევაში საწყისი ფასი 37,565,408 აშშ დოლარი, ხოლო იჯარით აღების შემთხვევაში კი ყოველწლიური გადასახადი შესყიდვის ღირებულების 8%, ანუ 3,005,200 დოლარი იყო. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.
Print