ახალი ამბები
როდის დაიწყება რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია
რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. საპარტნიორო ფონდის მიერ შემუშავებული პროექტი, მეორე ეტაპზე განხილვის პროცესშია. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ელოდებიან სამეთვალყურეო საბჭოსგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ფონდისთვისაც უცნობია, როდიდან მიიღებენ დავალებას, სამუშაოების დასაწყებად. პროექტის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ დამთვალიერებელს ექნება.
Print