ახალი ამბები
პრემია-დანამატები მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ გაცემულა
აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო უწყებების მიერ 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 167,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი პრემია-დანამატი - 27,3 ათასი ლარი ქვემო ქართლში გაიცა.

ცხრა რეგიონიდან პრემია-დანამატი ყველა რწმუნებულის აპარატმა გასცა, გარდა სამცხე-ჯავახეთისა.
თანხები ასე გამოიყურება:
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ფოთის მუნიციპალიტეტში ჯამში 17,9 ათასი ლარი გაიცა, საიდანაც, 2,4 ათასი ლარი დანამატებზე, ხოლო, 15,5 ათასი ლარი პრემიაზე მოდის;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტბსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სულ 15,3 ათასი ლარი გაიცა, აქედან 14, 4 ათასი ლარი პრემიებზე, დანამატებზე კი 950 ლარი მოდის;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ჯამში, 35,5 ათას ლარზე მეტი გაიცა. საიდანაც 8, 2 ათას ლარზე მეტი პრემიაზე, ხოლო 27,3 ათასი ლარი დანამატებზე მოდის;

სახელმწიფოს რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მინუციპალიტეტებს სულ 1,2 ათასი ლარი გაიცა, რომელიც სრულად დანამატებზე მოდის. ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 1,2 ათასი ლარის დანამატი გაიცა;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთს, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის დანამატი გაიცა;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 2,2 ათას ლარზ ემოტის დანამატი გაიცა;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 675 ლარის დამატი აქვს გაცემიული, პრემია კი არ გაუცია;

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში პრემია-დანამატი არ გაუცია.
Print