ახალი ამბები
სოფელ დვირში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა (R)
დღეიდან დვირში და მეზობელ სოფლებში მცხოვრებ პატარებს, ახალი საბავშვო ბაღი აქვთ, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ბავშვებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა 50-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 709 497 ლარით დაფინანსდა.
Print