ახალი ამბები
ბორჯომში ახალი მაღაზია "ბარდასი" გაიხსნა
ბორჯომს კიდევ ერთი ახალი მაღაზია შეემატა. „ბარდასი“ დღეს ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საკანცელარიო ნივთები, წიგნები, სუვენირები და სხვა ყველაფერი ამჯერად ერთ სივრცეშია განთავსებული. მაღაზიის სახელის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად ლონდა ფილიშვილი დასახელდა, რომელსაც მეპატრონისგან 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. დღესვე გამოვლინდა იღბლიანი მომხმარებელიც. სასაჩუქრე ბარათის მფლობელი ნათია მულაძე გახდა.

ახალი საკანცელარიო და სუვენირების მაღაზია ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ობიექტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისი მეპატრონე დავით ბარდაძეა. აქ იპოვით ყველაფერს. ადგილზე თქვენ მრავალფეროვანი არჩევანი გხვდებათ.

ახალ მაღაზიაში სამომავლოდ იგეგმება სუვენირების, ბრენდირებული საჩუქრების და სხვა ნივთების დამატება. სადღესასწაულო და საახალწლო დღეებში იმოქმედებს ფასდაკლების აქციები. ასევე სამომავლო გეგმებში შედის, კურიერის მომსახურების დამატება და შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანის სერვისი. „ბარდასი“ დღეიდან მომხარებლების მოლოდინშია.
Print