ახალი ამბები
საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა
საქართველოში უკვე 2 კვირაა მწვანილი ძვირდება. East fruit-ის ანალიტკოსებმა რეგიონის ბაზრზე არსებული ვითარება შეისწავლეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პროდუქტის ღირებულება ერთ კვირაში 30%-დან 100%-მდე გაიზარდა.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ კვირას ოხრახუშის ფასი გაიზარდა პოლონეთშიც, სადაც 1კგ პროდუქტის ღირებულებამ 4 დოლარს გადააჭარბა. მოლდოვაში კი, ოხრახუშის საბითუმო ფასი 13%-დან 15%-მდე დაეცა.

რაც შეეხება რუსეთს ბაზარს, აქ მწვანილის ფასი თითქმის იგივე დარჩა, რაც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო. გაყიდვების გაზრდის მიზნით, მწარმოებლებმა ქინძის ფასი 10%-ით შეამცირეს. თუმცა, როგრც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პროდუქტის ღირებულება მაინც მაღალი (1 კგ - 4 დოლარზე მეტი), გაყიდვების რაოდენობა კი იგივე დარჩა.

ქინძის ფასი საკმაოდ მაღალი იყო უკრაინაშიც. კერძოდ, 1 კგ პროდუქტი 9 დოლარი ღირდა. ეს მაშინ, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ქინძის ფასი საშუალოდ, 1,5 დოლარი იყო.

რაც შეეხება ოხრახუშის და კამის ფასს, მოლდოვაში, უკრაინასა და რუსეთში 2 დოლარი იყო.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თუ საქართველოში მწვანილის ფასისი ზრდა იმავე ტემპით გაგრძელდა, როგორც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, სულ მალე ოხრახუშისა და კამის ფასი აქაც იგივე ნიშნულს, კერძოდ, 2 დოლარს მიაღწევს.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, მაისის მესამე კვირაში მწვანილის სახეობებს შორის ყველაზე ძვირი ბაზილიკი იყო . პროდუქტი ყველაზე ძვირი უკრაინასა და რუსეთში იყო. კერძოდ, მისი ღირებულება 13, 67 - 19, 38 დოლარამდე მერყეობდა.



წყარო   https://www.bpn.ge/article/56471-sakartveloshi-mcvanilis-pasi-gaormagda/
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.