შემთხვევა
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში სოფელ საკირესთან ტყეში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის 30-მდე თანამშრომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მეტყევეები არიან ჩართულნი. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს პრესსამსახური ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას
ავრცელებს.
16:10 / 21.02.2020
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
ნიგერიელმა მეკობრეებმა ქართველი
მეზღვაურები გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარი
თავდასხმისას 10 მეზღვაური გაიტაცეს,
11:43 / 21.02.2020
ნიგერიელმა მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარი თავდასხმისას 10 მეზღვაური გაიტაცეს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური
ღირებულება 2.8265 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ
გამოქვეყნებული
07:51 / 21.02.2020
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8265 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
კორონა ვირუსის გამო, მსოფლიო
ბაზარზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. „როიტერსის“ ინფორმაციით, ერთ
უნციაზე ფასმა უკვე 1 600 დოლარს გადააჭარბა.
12:21 / 20.02.2020
კორონა ვირუსის გამო, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. „როიტერსის“ ინფორმაციით, ერთ უნციაზე ფასმა უკვე 1 600 დოლარს გადააჭარბა.
ახალციხის სოფელ აწყურში
ადგილობრივს შინაური ცხოველი მოუკლეს. ძაღლის მეპატრონემ მომხდარის
შესახებ შინაგან საქმეთა
14:22 / 19.02.2020
ახალციხის სოფელ აწყურში ადგილობრივს შინაური ცხოველი მოუკლეს. ძაღლის მეპატრონემ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -1 - 6 °C
img
ახალციხე -3 - 7 °C
img
თბილისი 2 - 12 °C
img
ასპინძა -4 - 6 °C
img
ახალქალაქი -6 - 2 °C
img
გამოკითხვა
რა გამოწვევები მოაქვს ზამთარს ყველაზე მეტად?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0571
GBP
GBP
1
3.6537
TRY
TRY
1
0.4633
USD
USD
1
2.8299
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.