ეკონომიკა
დაჯარიმდებიან კომპანიები, რომლებიც საპენსიო სისტემაში არ დარეგისტრირდნენ
იმ კომპანიებზე, რომლებმაც კანონის მოთხოვნები არ შეასრულეს და არ დარეგისტრირდნენ ჩვენს სიტემაში, გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სანქციები გულისმობს პირველ ჯერზე 500, ხოლო შემდგომ დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში 1000 ლარის ჯარიმის დაკისრებას.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად შემოსავლების სამსახურის მონაცემების ანალიზი ხდება, რის შედეგადაც ის კომპანიები გამოვლინდება, რომლებმაც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვას თავი აარიდეს.

„შემოსავლების სამსახურის მონაცემების ანალიზის პროცესში ვართ ახლა, რის შედეგადაც გამოიკვეთება კომპანიები, რომლებსაც აქვთ სახელფასო განაცემები და არ არიან რეგისტრირებულნი ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად, არ იხდიან საპენსიო შენატანებს. ასეთი კომპანიები პირველ ეტაპზე 500, შემდგომ კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან,“ - განაცხადა „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა.
Print