ახალი ამბები
ზანავის მინერალური წყლის მოპოვებაზე ლიცენზია გაიცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში, მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია შპს „აიდიეს ბორჯომ ბევერიჯიზ კომპანიმ“ ელექტრონულ აუქციონზე 1 100 000 ლარად მოიპოვა.

სალიცენზიო პირობების მიხედვით კომპანიამ 5 წლის განმავლობაში მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ 50 საქართველოს მოქალაქე დაასაქმოს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს მკაცრ გარემოსდაცვით პირობებს.

შეგახსენებთ, რომ სასარგებლო წიაღისეულის მართვაზე, მათ შორის წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო

Print