ახლადრეაბილიტირებული და ჩამორეცხილი კულტურის სახლი ბორჯომში
18:20 / 13.12.2017
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თუ არასაკმარისი თანხა
რეაბილიტაციისთვის. ვინ და როდის გამოასწორებს არსებულ ხარვეზებს.
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეაბილიტაციაზე, რომელიც 2
თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000
ლარი გამოიყო. ცენტრის სახურავმა, უხვი ნალექი ვერ შეაკავა და წყალი
შენობაში ჩამოვიდა. ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძე, რომელიც ობიექტის
მშენებლობაზე მუშაობდა, ამბობს რომ მხოლოდ თუნუქის შეცვლა უზრუნველყო,
დაზიანება კი მოძველებულმა კონსტრუქციამ გამოიწვია.
ბორჯომის მერიის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის
განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, რის
გამოც შესრულებული სამუშაოები არ ჩაიბარეს და თანხაც კომპანიას სრულად
არ გადაურიცხეს.
შენობის და მათ შორის სახურავის დიზაინი, დოდო რიბაკოვამ, კულტურისა
და ხელოვნების ცენტრის დაკვეთით დააპროექტა. მისი განცხადებით, იმ
თანხით რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან რეაბილიტაციისთვის იყო
განსაზღვრული, ყველაფერი გაკეთდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.