შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების
უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის
მსხვილი პროექტი იწყება
- საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს
დეტალურ პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი გზების განვითარებისთვის,
როგორებიცაა:
· აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;
· წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;
· სადახლო-ახკერპი - საქართველო-სომხეთის საზღვართან;
· ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან
არხილოსკალო-სამთაწყარო,
· წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;
· გუფთა-ონი;
· თბილისი (პანტიანი)-მანგლისი.
გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების
რეაბილიტაცია.
„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის
პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ
სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა.