შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი
სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 26 ივლისს ჩატარდა,
რომელზეც ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7.0
%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, პროგნოზის მიხედვით,
მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას
დაიწყებს და ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად,
მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით
პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი
შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში
მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე
შემცირება.