ახალი ამბები
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული იმ ცვლილებების შესახებ აფრთხილებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში მიიღო და ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა და რომლებიც მეწარმის მიერ ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით მოსაზიდი თანხების მოცულობასა და ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხების ვალუტაზე შეზღუდვების დაწესებას შეეხება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6281-ე მუხლით 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, აიკრძალა მეწარმის ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფის მიერ ნებისმიერი ფორმით ფულადი სახსრების მოზიდვა იმ შემთხვევაში, თუ მოზიდვა ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ხდება და თითო პირისგან მოზიდული თანხა 100 000 ლარზე ნაკლებია. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება ბანკებზე, საკრედიტო კავშირებსა და საბროკერო კომპანიებზე, ასევე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებებზე, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდება 2017 წლის 15 ივლისიდან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ერთის მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები თანხების მოზიდვისას და დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ მიერ მოზიდული სახსრების პორტფელის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შემოწმება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, მეორეს მხრივ კი, მიმართავს თანხების განთავსებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, მხედველობაში მიიღონ მოცემული გარემოება, გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების განთავსებისას და გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიისაგან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად (მაგალითად, სად და როგორ ხდება თანხის დაბანდება, რა გარანტიები არსებობს მათ დადგენილ ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით), მოითხოვონ ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების რაოდენობის შესახებ, რომელთაც მოცემულ კომპანიაში ამა თუ იმ ფორმით განთავსებული აქვთ 100 000 ლარამდე თანხა.

ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით შესული ცვლილების შესაბამისად კი, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს -ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.