გამოკითხულთა 34% საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია - NDI-ს კვლევა
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 20% საკრებულოს მუშაობით უკმაყოფილოა.
34% საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს. საკრებულოს მუშაობით
ძალიან კმაყოფილი და ასევე ძალიან უკმაყოფილოა გამოკითხულთა 3%.
NDI-ს
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა
და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო
ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.