განახლებული ე.წ "კუკუშკა" მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის ე.წ. "კუკუშკას" 4 ვაგონს კაპიტალური
რემონტი ჩაუტარდა, დაუბრუნდა ის ძველი იერსახე, რაც ადრე ჰქონდა.
მოხდა ყველა ტექნიკური ნაწილის განახლება და გაუხანგრძლივდა
საექსპლუატაციო ვადა.
23 ადგილიანი ვაგონები, მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება. ფასი
ისევ სიმბოლური იქნება - განაცხადეს საქართველოს რკინიგზაში.