სოფელ საკირეში სამანქანო გზა ისევ რეაბილიტაციას საჭიროებს. აქ
გადაადგილება განსაკუთრებით რთულია მუნიციპალური ტრანსპორტისთვის,
რომელიც ამ გზას დღეში 4-ჯერ გადის.
ადგილობრივების თქმით ასფალტის საფარს მიწა დღითიდღე ეცლება. აღნიშნულ
თემაზე ტ/კ ბორჯომმა სიუჟეტი 6 ივლისს მოამზადა. მაშინ გამგეობაში
მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ პრობლემის მოგვარებას უმოკლეს ვადებში
შეეცდებოდნენ. საკითხით კიდევ ერთხელ დავინტერესდით. საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სამუშაოები ადგილზე ოქტომბრის
მეორე ნახევრიდან დაიწყება, მანამდე კი მუშაობა ხარჯთაღრიცხვაზე
მიმდინარეობს. რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს და რა დაჯდება
გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე უცნობია. საუბარია დაახლოებით 50 მ
სიგრძის მონაკვეთზე. თანხა სავარაუდოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოიყოფა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.