ახალი ამბები
"მსგავსი პროექტები თუ გაჩერდა, დამღუპველი იქნება სოფლის მეურნეობისთვის" - ფერმერი სამცხე ჯავახეთიდან
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებ თამაზ შავაძეს საერთაშორისო დაფინანსებით არაერთხელ უსარგებლია. ადგილობრივმა ფერმერმა პროექტების საშუალებით შეძლო ტრაქტორის და საჭირო ტექნიკის შეძენა.

სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპულ ქვეყნებში, საიდანაც იქაური გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში გადმოიტანა და სოფელში თანამედროვე სტანდარტების მქონე "ევროპული ფერმის გაქართულებული ვერსია" მოაწყო. ახალმა ტექნოლოგიებმა ფერმერს შრომა გაუმარტივა.

თამაზ შავაძის თქმით, თუ ევროპული და ამერიკული პროექტების დაფინანსება შეჩერდება საქართველოში, დამღუპველი იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ის ურჩევს სხვა ფერმერებს, დროულად ისარგებლონ საერთაშორისო პროგრამებით და განავითარონ საკუთარი საქმიანობა.

Print