ახალი ამბები
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
20 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან 5-5 თეთრით გამყარდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0554 ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება ევროს, 20 ივნისის ოფიციალური კურსით, 1 ევროს ღირებულებად 3.0151 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0529 ლარით ნაკლებია.
Print