ახალი ამბები
2023 წელს საქართველოში წარმოებული ღვინის 65% რუსეთში გაიყიდა - საქსტატი
2023 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტზე 259 მლნ 39 ათასი აშშ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 4.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ღვინის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია და სწორედ მასზე მოდის გაყიდული ღვინის 65%.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში ღვინო ლიდერობს. გასულ წელს ექსპორტის მოცულობამ 62 მლნ 283 ათასი ტონა შეადგინა, ღირებულებამ კი - 168 მლნ 304 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. ერთ წელში რუსეთში ღვინის ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.



2023 წელს ქართული ღვინის 5 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასე გადანაწილდა:

რუსეთი - $168.3 მლნ;
პოლონეთი - $15 მლნ;
უკრაინა - $14.5 მლნ;
ჩინეთი - $11.7 მლნ;
ყაზახეთი - $9 მლნ.



შეგახსენებთ, 2023 წელს, $2.4-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.


წყარო: ბიზნესფორმულა
Print