ახალი ამბები
დაგროვებითი პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლამდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 7 095-მა ადამიანმა. მათ მიერ მიღებული პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 477 000 ადამიანია, წმინდა ამონაგებმა კი 856,7 მილიონი ლარი შეადგინა.

საპენსიო სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, სად აქვს მსოფლიოს მასშტაბით ინვესტირებული საკუთარი რესურსი. სააგენტოს აქციები ასე ნაწილდება:


აშშ – 41,5%;
აზია (განვითარებული ნაწილი) – 18,5%;
ევროპა – 17,6%;
აზია (განვითარებადი ბაზრები) – 12,2%;
ლათინური ამერიკა – 8,3%;
კანადა – 1,9%.



თავდაპირველად, სააგენტომ მოქალაქეებს 1-თვიანი ვადა (2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე) მისცა მათთვის სასურველი პორტფელის ასარჩევად. მოგვიანებით, 2028 წლამდე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ყველა მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში დატოვეს.
Print