ეკონომიკა
ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა საქართველოდან
2023 წლის ნოემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი (84,6 მლნ ლარი) გადარიცხა, რაც 2022 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე, 0,5%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, რომელზეც გადარიცხვების დაახლოებით 23% მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 11,9%-ით და რუსეთი - 11,4%-ით.

უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2023 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა ასე გამოიყურება:

თურქეთი - 7,051 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი - 3,689 მლნ აშშ დოლარი

რუსეთის ფედერაცია - 3,556 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა - 2,322 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 1,587 მლნ აშშ დოლარი

უზბეკეთი - 1,518 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 1,296 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 1,198 მლნ აშშ დოლარი

იტალია - 966 ათასი აშშ დოლარი

პოლონეთი - 908.5 ათასი აშშ დოლარი
Print