ახალი ამბები
ახალ უბანში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
ბორჯომში, ე.წ ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, 142 მეტრიანი დამცავი საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.





დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი.






შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ ნაპირსამაგრი კედელი დააზიანა.
Print