ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ქარისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ოთხ რეგიონში, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები.
Print