ეკონომიკა
რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის 1-ელ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ აშშ დოლარით (11.0 პროცენტი).

10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი 2023 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემით, ასე გამოიყურება:

ნიდერლანდები - 239.6 მლნ აშშ დოლარი;
იაპონია - 63.2 მლნ აშშ დოლარი;
აშშ - 54.7 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი - 47 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთი - 28.2 მლნ აშშ დოლარი;
მარშალის კუნძულები - 23.7 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი - 20 მლნ აშშ დოლარი;
ჩინეთი - 19.9 მლნ აშშ დოლარი;
დანია - 11.1 მლნ აშშ დოლარი;
შვეიცარია - 10.3 მლნ აშშ დოლარი.

წყარო:bpn.ge

Print