საზოგადოება
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ბორჯომში 1 308 000 ლარის ღირებულების 33 პროექტი განხორციელდება
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეხვედრები მოსახლეობასთან დასრულდა. სოფლის კრება გაიმართა 11 ტერიტორიული ერთეულის 33 სოფელში.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოიყო, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს" ღირებულების 200% დაემატა.

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 308 000 ლარის ღირებულების 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. თემში მოსახლეობამ პრიორიტეტად აირჩია სასმელი წყლის სისტემის, გზის და სხვადასხვა ინფრასტუქტურის მოწყობა-მოწესრიგება.

სად და როგორ გადანაწილდება თანხა და როდის დაიწყება ფიზიკური სამუშაოები ბორჯომის სოფლებში - "კვირის ამბების" სტუმარი ბორჯომის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე.

Print