ეკონომიკა
6 იანვრის ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7094 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8749 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Print