ეკონომიკა
ავტოექსპორტი 77%-ით გაიზარდა
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 661 მილიონის ღირებულების (64 ათასი ერთეული) ავტომობილი გავიდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია. 2021 წლის 10 თვეში კი უცხოეთში 373 მლნ აშშ დოლარის (51 ათასი ერთეული) მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა.
გთავაზობთ ტოპ- 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:

აზერბაიჯანი - 245.1 მლნ აშშ დოლარის 25 096 ავტომობილი

უკრაინა - 117.4 მლნ დოლარის 12 446 ავტომობილი

სომხეთი - 84.2 მლნ აშშ დოლარის 8 293 ავტომობილი

რუსეთი - 55.3 მლნ აშშ დოლარის 3 841 ავტომობილი

ყაზახეთი - 54.9 მლნ აშშ დოლარის 5 417 ავტომობილი

ყირგიზეთი - 38.6 მლნ აშშ დოლარის 5 742 ავტომობილი

ბელგია - 22.8 მლნ აშშ დოლარის 472 ავტომობილი

ტაჯიკეთი - 10.3 მლნ აშშ დოლარის 1 789 ავტომობილი

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 9.6 მლნ აშშ დოლარის 131 ავტომობილი

ბელარუსი - 5.3 მლნ აშშ დოლარის 156 ავტომობილი


აღსანიშნავია, რომ მონაცემები გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც. პანდეიამდელი წლის იანვარ-ოქრტომბერში ქვეყნიდან 557,3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაიყიდა.

წყარო:bpn.ge
Print