ეკონომიკა
„მიმაჩნია, რომ ბორჯომის წყლის მოსაკრებლის თანხა უნდა გაიზარდოს მინიმუმ სამჯერ“ - ანტონ ობოლაშვილი
სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, ბორჯომის მინერალური წყლის მოსაკრებელთან დაკავშირებით ისაუბრა.
დეპუტატმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან,  სხვა საკითხებთან ერთად, ბორჯომის წყლის საკითხიც გააჟღერა.

„ბორჯომის წყლის მოსაკრებელთან დაკავშირებით, ბოლო ცვლილება კანონში შევიდა 2013 წელს და განისაზღვრა ერთ კუბურ მეტრ წყალზე 30 ლარი. რაც ნახევარ ლიტრიანი ბორჯომისთვის არის თეთრ ნახევარი. მაშინ ბორჯომი ღირდა 80 თეთრი, ახლა ღირს 1ლარი და 80 თეთრი. ბორჯომისთვის, ბორჯომის წყლის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ამ ნაწილში უნდა ჰქონდეს მეტი შემოსავალი. რაც გაზრდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, მოხმარდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული, პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებას. მიმაჩნია, რომ მოსაკრებლის თანხა უნდა გაიზარდოს მინიმუმ სამჯერ, ვფიქრობ რომ მოსაკრებლის ამ ოდენობით გაზრდა არ მოახდენს არსებით გავლენას მწარმოებელი კომპანიის ფინანსურ ხარჯებზე და წესით არ უნდა აისახოს მის გასაყიდ ფასზე. მინდა გთხოვოთ, რომ განიხილოთ ეს საკითხი და გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“ - ანტონ ობოლაშვილი.

„ჩვენ გვესმის, რომ არა მხოლოდ ბორჯომის ზოგადად მინერალური რესურსების ეფექტიანად გამოყენების კუთხით ჩვენ უფრო მკაფიო პოლიტიკა გვჭირდება. 2013 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა შესაძლებელია გადაიხედოს მოსაკრებლები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტს და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. აქ საჭიროა ჩატარდეს ზემოქმედების შეფასება ბიზნესზე, ბიზნესის აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვართ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ეს სამინისტროს გეგმის ნაწილიც არის.“ - უპასუხა ლევან დავითაშვილმა.


კითხვა-პასუხის ვიდეო სრულად ნახეთ ბმულზე.


Print