საზოგადოება
როდის დაიწყება სამცხე-ჯავახეთის სოფლების გაზიფიცირება
სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სამცხე-ჯავახეთის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. დეპუტატი  ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 2023 წელს დაგეგმილი გაზიფიცირების ახალი პროექტებით დაინტერესდა.

როგორც ანტონ ობოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა,  რეგიონის 14 სოფელში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, გარდა ამისა გაზიფიცირების გარეშე რჩება კიდევ 59 სოფელი.

გარდა ამისა დეპუტატმა კიდევ ორი საკითხი გააჟღერა. „ბორჯომის“ წყლის მოსაკრებლის გაზრდა და ცემისა და ვარძიის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გენერალური გეგმის შემუშავების საკითხი. 


Print