ეკონომიკა
რამდენით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი საქართველოში 2021 წელს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა
9.8 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 075.3 ლარი (წინა წელთან
შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7
პროცენტით).


2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი
1 055.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში - 10.8 პროცენტი, კაცებში - 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.


2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა.



Print