ეკონომიკა
რომელი პროდუქტები გაძვირდა სექტემბერში ყველაზე მეტად
2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ათი პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

• სიმინდის ფქვილი - 85.9%-ით
• მარგარინი - 43.8%-ით
• შესქელებული რძე - 43.6%-ით
• ვაფლი კრემით - 42%-ით
• ხორბლის ფქვილი - 41%-ით
• მწვანე ლობიო - 40.5%-ით
• ნამცხვარი - 38.2%-ით
• მანდარინი - 135.1%-ით
• მდოგვი - 135%
• სულგუნი - 33.6%

ინფორმაციისთვის, გასული წლის სექტემბერში, ყველაზე გაძვირებული პროდუქტები ბადრიჯანი, კიტრი და მზესუმზირის ზეთი იყო.

წყარო: bpn.ge.

Print