ეკონომიკა
საქართველოს რომელ რეგიონშია დაბალი და მაღალი ხელფასი
2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:

თბილისი - 1,802.1 ლარი;

მცხეთა-მთიანეთი - 1,394.4 ლარი;

ქვემო ქართლი - 1,271.5 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1,232.9 ლარი;

იმერეთი - 1,122.4 ლარი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1,017.9 ლარი;

შიდა ქართლი - 978.2 ლარი;

სამცხე-ჯავახეთი - 959.9 ლარი;

კახეთი - 957.9 ლარი;

გურია - 946 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 848.8 ლარი.


წყარო:bpn.ge
Print