ახალი ამბები
გარდაიცვალა სამტრედიის რეგიონული ტელევიზიის დირექტორი
ტელეკომპანია ,,ბორჯომი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის, სამტრედიის ადგილობრივი ტელეკომპანია ,,ზარის“ დამფუძნებლისა და დირექტორის - ოთარ თევზაძის გარდაცვალების გამო. მის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი პირველი რეგიონული მაუწყებლის დაარსება საქართველოში.

ვუსამძიმრებთ ბატონი ოთარის ოჯახს და ახლობლებს.

ღვაწლმოსილ მედია მენეჯერს სამტრედია 30 ივლისს გამოეთხოვება.

Print