ეკონომიკა
წამლების იმპორტი გაიზარდა - საიდან ვყიდულობთ მედიკამენტებს
როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოში ჯამში 202,367 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 179,316 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს იმპორტირებული მედიკამენტებიდან 7,057 მლნ აშშ დოლარის წამლები დაუფასოებელი იყო, ხოლო 195,310 მლნ აშშ დოლარის - დაფასოებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც მედიკამენტებს ვყიდულობთ.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაფასოებული მედიკამენტები შემოვიდა:

თურქეთი - 32,869 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 19,903 მლნ აშშ დოლარი

საფრანგეთი - 17,021 მლნ აშშ დოლარი

შვეიცარია - 14,566 მლნ აშშ დოლარი

უნგრეთი - 13,599 მლნ აშშ დოლარი

ინდოეთი - 10,878 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი - 8,116 მლნ აშშ დოლარი

სლოვენია - 7,522 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა - 6,347 მლნ აშშ დოლარი

ბელგია - 5,004 მლნ აშშ დოლარი


ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაუფასოებელი მედიკამენტები შემოვიდა:

ინდოეთი - 1,952 მლნ აშშ დოლარი

ჩინეთი - 1,439 მლნ აშშ დოლარი

ლატვია - 801.7 ათასი აშშ დოლარი

აშშ - 747.2 ათასი აშშ დოლარი

საბერძნეთი - 642.8 ათასი აშშ დოლარი

იტალია - 378.5 ათასი აშშ დოლარი

ჩრდილოეთ მაკედონია - 287.2 ათასი აშშ დოლარი

ესპანეთი - 255.9 ათასი აშშ დოლარი

კორეა, რესპუბლიკა - 204.2 ათასი აშშ დოლარი

შვეიცარია - 169.4 ათასი აშშ დოლარი

interpressnews.ge
Print