ეკონომიკა
5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასებია საქართველოში
2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ ტოპ-5 დარგში:


საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი;

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი;

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900 ლარი;

მშენებლობა - 1 870.6 ლარი.


ხოლო შედარებით დაბალი ხელფასი 2022 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ ტოპ-5 დარგში:
განათლება - 895.4 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 916.2 ლარი;

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 933.2 ლარი;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 034.5 ლარი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 045.5 ლარი.


წყარო:bpn.ge
Print