ახალი ამბები
საქართველოში ბოლო 1 წელში ფასები 12,8%-ით გაიზარდა
საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი - 1,8 პროცენტით. განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს "საქსტატი" აქვეყნებს.


ბოლო ერთ თვეში ფასები გაიზარდა:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 3,3 %-ით;
ტრანსპორტის ჯგუფში 3,7 %-ით;
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში 4,9 %ით.



„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია, რაც 21.3 პროცენტით არის გაზრდილი და წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა.




ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 21,3 %-ით;
ტრანსპორტი 22,4 %-ით;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი 9,4 %-ით.



ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი იყო, რომ გაზაფხულიდან საქართველოში ინფლაციის შემცირება დაიწყებოდა. ეს მოლოდინი არ გამართლდა, საქართველოს ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორებს შორის 24 თებერვლიდან ომია.



Print