ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდებამ 500 მილიონ ტონას მიაღწია
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდების მოცულობამ 500 მილიონ ტონას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Trend-ი კომპანია BP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
”საექსპორტო ნავთობსადენმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომლის ოპერატორიცაა კომპანია BP, მიაღწია მნიშვნელოვან მაჩვენებელს, მოახდინა 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან ჯეიჰანში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით“
, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც აღინიშნება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეფექტურობა და საექსპლუატაციო საიმედოობა გაიზარდა 75 პროცენტიდან 99,9 პროცენტამდე.


აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საერთო სიგრძე შეადგენს 1768 კილომეტრს, საიდანაც 443 კილომეტრი გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი - თურქეთის ტერიტორიაზე. მილსადენის მშენებლობა დაიწყო 2003 წლის აპრილის თვეში, ხოლო მისი ნავთობით შევსება - 2005 წლის 18 მაისს.



წყარო:BPN
Print