ეკონომიკა
საქართველოში იპოთეკური სესხების მოცულობა იზრდება
იპოთეკური სესხების მოცულობა იზრდება, ბინების გაყიდვები კი თითქმის უცვლელია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, „თიბისის“ მიმოხილვის თანახმად, 1-9 ნოემბრის პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 65% შეადგინა.

ამასთან, ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა, 2019 წელთან შედარებით.
Print