ეკონომიკა
„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ - ხმის მიცემის დასრულებამდე 10 დღე დარჩა
“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” - პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის ეტაპზე შემდეგი საპროექტო წინადადება გადავიდა:
  • ადაპტირებული კიბე-პანდუსი შშმ პირებისათვის დაბა წაღვერის მუნიციპალურ მრავალპროფილურ შენობაში - ნანა გრძელიძე

  • სოფელ დვირში გოგირდის წყლის აბანოს მოწყობა - თეა ლომსაძე

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება ქ. ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე - გიორგი გელაშვილი

  • ვიცნობდეთ საქართველოს - მარინა გელაშვილი

  • სოფელ ქვაბისხევის საზაფხულო დასასვენებელი და საპიკნიკო კომპლექსი - ნიკოლოზ ხაჭაპურიძე

  • სოფელ ცემის ერთიან სივრცეში არსებული ძველი სასაფლაოს, ბიბლიოთეკის და მათი მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და კეთილმოწყობა, მარადმწვანე და მოყვავილე მცენარეული საფარის შექმნა - ნინო ჩოქური

  • დაგეგმე შენი მომავალი - თამარი გელაშვილი

  • "ახალი გზა - ახალი უბნის ისტორიისკენ" - გიორგი ოგანესიანი

  • უსაფრთხო ბილიკი გოგირდის აბანოებისკენ - ქეთევან გაზაევი

  • ტაბაწყურის ბავშვების ოცნება - ირინა მარტიროსიან

  • ტურისტული ბილიკის მოწყობა ქ.ბორჯომში გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ - ელიზავეტა მენაბდიშვილი

  • საათები ქალაქში - მარიამ გელაშვილი

დაუჭირეთ თქვენთვის სასურველ პროექტს მხარი 31ოქტომბრამდე.

საჯაროდ ხმის მისაცემად გადადით ბმულზე - https://bit.ly/3i00uFn


მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ბორჯომში USAID GGI-ის მხარდაჭერით ხორციელდება

გამარჯვებული პროექტები ფინანსდება ბორჯომის 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან.


Print