ეკონომიკა
თითქმის 8-ჯერ გაზრდილი ექსპორტი - სად იყიდება ქართული კარტოფილი
საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 23 748 ტონა კარტოფილი გავიდა, (ჯამში 8.851 მლნ დოლარის ღირებულების), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 8-ჯერ მეტია. 2020 წლის 9 თვეში კარტოფილის ექსპორტმა 3 012 ტონა შეადგინა (917.3 ათასი დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, წელს ქართული კარტოფილი ძირითადად 8 ქვეყანაში გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი რუსეთში - მთლიანი ექსპორტის 74.2%.

Top-5 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გავიდა:

რუსეთი - 17 602 ტონა (7.810 მლნ დოლარი)

აზერბაიჯანი - 2 552 ტონა (315.7 ათასი დოლარი)

მოლდოვა - 1 421 ტონა (287.9 ათასი დოლარი)

თურქმენეთი - 871 ტონა (125.3 ათასი დოლარი)

ბელარუსი - 669 ტონა (177.1 ათასი დოლარი)


წყარო: bpn
Print